ლივერპული - ლიდსი
პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლივერპული ახლად აღზევებულ ლიდსს უმასპინძლებს.
როგორც წესი ჩემპიონშიფიდან აღზევებული გუნდები პირველ ტურებში ძალას და ენერგიას არ იშურებენ იმის საჩვენებლად, რომ მათ პრემიერ ლიგაში ადგილი დაიმსახურეს. თავის მხრივ ლიდსს ორმაგი მოტივაცია ექნება, თავი წარმოიჩინოს და ამავდროულად პრემიერ ლიგის ტიტულის მფლობელს კარგი კონკურენცია გაუწიოს.
ლივერპულმა არსენალთან დათმობილი სუპერთასის მატჩის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და ამხანაგურ მატჩში ბლეკპული 7-2 გაანადგურა. ლიდსი კი ლივერპულს შესანიშნავი 7 მატჩიანი მოგებების სერიით ხვდება.
ვფიქრობ, რომ თამაში გამოვა სანახაობრივი. ორივე გუნდი შეუტევს და ითამაშებს ლაღ და გახნილ ფეხბურთს. ასეთ ფეხბურთს კი გოლები, დარტყმები და კუთხურები თან ახლავს. მანე, სალაჰის დუეტი ამ სეზონშიც მოწადინებული იქნება მცველების თავბრუს დახვევით და არაერთ შეტევას ვიხილავთ მათი ფლანგებიდან.
ჩემი პროგნოზი: 8.5 მეტი კუთხური